15:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 10:01:05, 326 ნახვა

პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი იანოშ ჰერმანს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გარემოსდაცვით სფეროში ერთობლივად განხორციელებული პროექტები და მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. 2015 წელს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გარემოს დაცვის სამინისტრომ საგზაო რუკა შეიმუშავა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევს წარმოადგენს.

„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ წყლის და სატყეო სექტორის კანონმდებლობების დახვეწის შესახებ. ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობს გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ეს შეხვედრაც ამის მაგალითია. ჩვენ გვსურს და ვმუშაობთ იმაზე, რომ დავეხმაროთ საქართველოს მოახდინოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics