|
2018-03-16 14:12:54, 1179 ნახვა
სამხედრო
წვემამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში წვემამდელებმა დღეს სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული გვარდიის სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებენ. ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ისეთივე კურსი გაიარეს, როგორსაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. სწავლება სამი თვის განმავლობაში მიმადინარეობდა და წვევამდელებმა ამ ხნის განმავლობაში ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული ცოდნა შეიძინეს. სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს წვევამდელებს უქმე დღეების გამოყენების შესაძლებლობა აქვთ. სამხედრო მოსამსახურეებს სააქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ მიულოცეს და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვეს. საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ახალწვეულებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ პირადი შემადგენლობა მამა მიქაელმა დალოცა. ღონისძიების ბოლოს კი, საბავშვო ანსამბლმა „შავნაბადამ“ მოწვეული სტუმრებისთვის ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულა. დღესვე, 12-თვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური გვარდიის 20-მა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ. (NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)