15:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 10:12:00, 526 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: ახლა არ არის საუკეთესო დრო გადაბრალებებისთვის და დაპირისპირებებისთვის

„ახლა არ არის საუკეთესო  დრო გადაბრალებებისთვის და დაპირისპირებებისთვის“,-ამის შესახებ საქართველოს  პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა  ლარის კურსის გაუფასურებისა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის როლის საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მთავრობასა  ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაციია შენარჩუნდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში, ახლა არ არის საუკეთესო  დრო გადაბრალებებისთვის და დაპირისპირებებისთვის, რადგან მნიშვნელოვანია კოორდინაციის შენარჩუნება, როგორც სამუშაო დონეზე, ასევე რომ საზოგადოება ხედავდეს ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორინირებულ მუშაობას. ჩვენი პოზიცია მთელი ამ პერიოდის განმვლობაში არის მოწოდება კოორდინაციისკენ, ურთიერთთანამშრომლობისკენ, მთავარი რაც საზოგადოებას  აინტერესებს არის სტაბილიზაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯები და მთავარი აქცენტი ამაზე უნდა გაკეთდეს“,-აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ამასთან, რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, საქართველოს ეკონომიკური პროგნოზის შემცირებას გიორგი აბაშიშვილის თქმით,  ეს სიახლე არ არის.

„ეკონომიკური ზრდის შენელების ნაწილში ახალი არაფერია, ასეთი იყო EBRD-ის  პროგნოზი, მთავრობა და ვიცე -პრემიერმა რამდენიმე თვის წინ განაცხადეს, რომ დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური  ზრდა ვერ იქნებოდა“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics