|
2018-03-14 12:56:10, 1358 ნახვა
რეგიონი
ვალეში კათოლიკური სიწმინდეები დაწვეს
ვალეში უცნობმა პირებმა კათოლიკური სიწმინდეები დაწვეს. ინფორმაციას კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, სადაც მართლმადიდებლური და კათოლიკური ხატები და ლოცვის კრებულები მუდამ ერთად იყო შენახული, ვანდალურად დაწვეს მხოლოდ კათოლიკური სიწმინდეები. ამასთან დაკავშირებით ვალეს ღვთისმშობლის შობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი მიხეილ სურმავა განცხადებას ავრცელებს: "გამომდინარე დღევანდელი ვანდალური ფაქტიდან, რომელიც ვალეში წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოში მოხდა, სადაც დაწვეს კათოლიკური ეკლესიის ლოცვის წიგნები და ხატები (სასაფლაოებთან). მე, ქ.ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური სამრევლოს წინამღვარმა გადავწყვიტე, რომ ამა წლის 25 მარტს 12:00 საათზე ბზობის საზეიმო პროცესია დავიწყოთ არა ჩვეულებისამებრ ქვედა სამლცველოდან, (საიდანაც იყო ხოლმე). არამედ ზუსტად წმ. ნინოს სამლოცველოდან. დაე ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ ვარსებობთ, დაინახონ, რომ ეს ეკლესია გვეკუთვნის ჩვენ ყველა ქრისტიანს. ამ ფაქტს ვაფასებ, როგორც ვანდალურ ქმედებას. ღმერთი მოწყალე და სამართლიანია. ჩვენ ვლოცულობთ ამის ჩამდენთათვის და დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან სიმართლეს ფარდა აეხდება“, - ნათქვამია მიხეილ სურმავას განცხადებაში. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166–ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის, ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)