|
2018-03-09 17:12:20, 1395 ნახვა
საზოგადოება
კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალთა რესოციალიზაციას მრგვალი მაგიდა მიეძღვნა
ყოფილ პატიმარ ქალთა რესოციალიზაცია და მათი მხარდაჭერა - ამ თემაზე იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ კანონთან კონფლიქტში მყოფ ძალადობის მსხვერპლ ქალთა რესოციალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მიმდინარეობასა და შედეგებს. კონფერენციის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სერვისების შესახებაც, რომლითაც პროგრამის ბენეფიციარი ქალები სარგებლობენ. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც განუცდიათ ძალადობა და დისკრიმინაცია და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესების“ ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანი იყო მსჯავრდებული და ყოფილი მსჯავრდებული ქალების გაძლიერება, მათთვის განკუთვნილი სერვისების ხელმისაწვდომობა და საზოგადოებაში რესოციალიზაცია. კონფერენცია ქალთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობით ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“ ჩაატარა. მრგვალ მაგიდაში ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის დასასრულს მსჯავრდებულ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიამართა. გამოფენა გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით მოეწყო. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პირველ სახელმწიფო პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)