|
2018-03-08 15:17:16, 1630 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას აზერბაიჯანელი კოლეგები ეწვივნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიას აზერბაიჯანელი კოლეგები ეწვივნენ და ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ადგილზე მოინახულეს. შეხვედრის მიზანი იყო სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა, სხვადასხვა აპარატურისა და მეთოდების ვალიდაცია-ვერიფიკაციის შესახებ პრაქტიკული ინფორმაციის მიღება. ასევე, დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება. აზერბაიჯანის დელეგაციის წევრების ინტერესის სფეროს სურსათის უვნებლობა და გენმოდიფიცირებული მაჩვენებლების კვლევის საკითხები წარმოადგენდა. მათ დეპარტამენტების უფროსებისგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ლაბორატორიაში დანერგილ და საერთაშორისოდ აკრედიტირებულ კვლევის მეთოდებზე, ასევე, ბიოუსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის სისტემაზე. შეხვედრის დროს მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)