|
2018-03-08 10:27:58, 1721 ნახვა
საზოგადოება
მელიქიშვილის გამზირზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერია დედაქალაქის გზებზე არსებული ჭების მოწესრიგებას შეუდგა. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მელიქიშვილის გამზირზე დღეს ღამით დაიწყო და მთელი თბილისის მასშტაბით გაგრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ადგილზე გაეცნო. მისი განმარტებით, წლების მანძილზე არსებული პრობლემის მოგვარება მერიამ საკუთარ თავზე აიღო, თუმცა სამუშაო პროცესში სხვადასხვა კომპანია, მათ შორის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩაერთვება. “დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერისგან მივიღე დავალება ავარიული ჭების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ხშირია შემთხვევები, როცა გზის საფარი გაკეთებულია, მაგრამ ჭის თავებია დაზიანებული და ქმნის ორმოებს. ეს დიდ დისკომფორტს უქმნის მძღოლებს გადაადგილებისას. დავალების მიღებისთანავე, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამჯერად სამუშაოები მიმდინარეობს მელიქიშვილის გამზირზე. დავიწყეთ ცენტრალური ქუჩებით, სადაც მთელი დატვირთვით და ინტენსივობით მოძრაობენ ავტომანქანები,”-განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)