14:20 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 20:23:18, 1802 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთი ბანკის“ კამპანია #მემოხუციარვარ გრძელდება

საახალწლოდ დაწყებული სოციალური აქცია #მემოხუციარვარ, „ლიბერთი ბანკმა“ გააგრძელა და 8 მარტთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 მოხუცთა პანსიონატის 200-ზე მეტი ბენეფიციარი ქალბატონისთვის გაზაფხულის განსაკუთრებული დღე მოაწყო.

,,მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკი ასეთ მასშტაბურ პროექტს აგრძელებს. დღეს, მოხუცთა პანსიონატის ბინადარ ქალბატონებს საჩუქრები და განსაკუთრებული სიურპრიზი დახვდათ: პროფესიონალმა სტილისტებმა ჩვენი ქალბატონები ლამაზი ვარცხნილობით და სადღესასწაულო მაკიაჟით გაანებივრეს. თითოეულ მათგანს, მართლაც რომ, ახალგაზრდობა გაახსენეს და გაზაფხულის ეს დღე გაულამაზეს. იცით, ლიბერთი ბანკი სწორედ იქ მოვიდა, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სითბო და თანადგომა“, - განაცხადა პანსიონატ ‘ბასილიადა’-ს ხელმძღვანელმა რუსუდან ბერიძემ.

,,დღეს, მე ჩემს წარსულში დამაბრუნეს, როცა 8 მარტისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. ახალგაზრდობა გავიხსენე... 96 წლის ქალს სარკეში ჩახედვის სურვილი დამიბრუნეს და ნამდვილი დღესასწაული მომიწყვეს“, - განაცხადა თავშესაფრის ყველაზე ასაკოვანმა ბინადარმა, ნინა მამფორიამ.

,,ლიბერთი ბანკმა, ჩვენს პროფესიონალ სტილისტებთან ერთად, სპეციალურად მოგვიწვია  8 მარტი რომ გაგველამაზებინა ამ ქალბატონებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია #მემოხუციარვარ აქციაში მონაწილეობა“, - განაცხადა სილამაზის სალონ  “Jungle Fever”-ის მენეჯერმა, მარიამ გოდერძიშვილმა.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics