|
2018-03-07 13:28:20, 1803 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი აშშ-ში სატვირთოს მძღოლად მუშაობს, თბილისის ვიცე-მერი კი, მშენებლობაზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მას პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს არანაირი ქონება არ დაუგროვებია. ამის შესახებ სააკაშვილმა გამოცემა Meduza.io-სთან ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, მის ოჯახს რამდენიმე ათასი დოლარი აქვს დაგროვილი, რაც მისივე თქმით, საწყისი ეტაპისთვის საკმარისია. "რამდენიმე ათასი აშშ დოლარი მაქვს. ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, მაგრამ ნორმალური შემოსავალი გვაქვს ჰოლანდიაში. საწყის ეტაპზე ეს სავსებით საკმარისია. მე არ დავიკარგები. მაქვს შემოთავაზებები ლექციების წაკითხვაზე და ბევრი სხვა შესაძლებლობები მექნება ასარჩევად. ამიტომ, მე არ ვიქნები დამოკიდებული ჩვენი პარტიის შემოსავალზე. უკრაინაში ჩვენ ფინანსურად გვეხმარებოდნენ. გვჭირდებოდა საჭმელი, ბენზინი, გადაადგილება. ამას აკეთებდნენ უბრალო ადამიანები, უკრაინელები და არა რუსი ოლიგარქები, როგორც ამას პოროშენკო და ლუცენკო ამბობენ", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, როდესაც ბოსტონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, მისი ხელფასი ათობით ათასი დოლარი იყო. "იყო პერიოდი, როდესაც შედარებით მშვიდი ცხოვრება მქონდა. ბოსტონში, ტაფტსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ლექციებს ვკითხულობდი. მაშინ სპეციალურად ჩემთვის გამოიგონეს რაღაც სტატუსი - „მსხვილი უცხოელი პოლიტიკური მოღვაწე“. ჩემს მერე ამ თანამდებობაზე კოფი ანანი მიიყვანეს. პლუს მსოფლიოს მასშტაბით ვმოგზაურობდი და ლექციებს ვკითხულობდ. ლექციებში საკმაოდ ნორმალურ ფულს მიხდიდნენ - ათეულობით ათას დოლარს. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ კარგი ხელფასია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. კითხვაზე - როგორ ირჩენენ თავს მისი მმართველობის დროს მომუშავე მაღალჩინოსნები ახლა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი "სხვადასხვა საქმეებით" არიან დაკავებული. „მინდა იცოდეთ, რომ ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა, შემდეგ ის თბილისის პირველი ვიცე-მერიც იყო, ახლა ამერიკაში მშენებლობაზე რიგით მუშად მოეწყო. კიდევ ერთი ჩვენი ყოფილი მინისტრი აშშ-ში სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობს. თანამდებობის დაკარგვის შემდეგ ის საქართველოში დარჩა და სხვა რა გზა ჰქონდა, ხომ არ იშიმშილებდა. თუ ეკონომიკა იცი, შეგიძლია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიასავით მოეწყო, რომელიც ახლა ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველია. მაგალითად, ყოფილმა პრემიერმა შექმნა რეფორმების სააგენტო და მთელ მსოფლიოში მოგზაურობს - აფრიკაში, ალბანეთში. (სააგენტო წერს, რომ საუბარია ლადო გურგენიძეზე) მას ხელფასს ქათული რეფორმების გამოცდილების გაზიარებაში უხდიან“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)