11:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 14:57:19, 2037 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს კაპიტალმა“ 300 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციების განათავსების შესახებ განაცხადა

BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანიამ „საქართველოს კაპიტალმა“  300 მლნ დოლარის ობლიგაციების, წარმატებულ განთავსებაზე  განაცხადა.

კომპანიის ინფორმაციით, ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ 300 მლნ დოლარის ღირებულების საერთაშორისო ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების სარგებელი 6.125%-შეადგენს ხოლო ვადა 6 წლიანია, 2024 წლის მარტამდე. 

ფასიანი ქაღალდების გარიგების დასრულება მოხდება 2018 წლის 9 მარტს. ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 98.77%-ში. მოსალოდნელია, რომ ობლიგაციები განთავსდება ირლანდიის საფონდო ბირაჟზე და შეფასდება S&P-სგან (B+) რეიტინგით, ხოლო Moody's-გან (B2) დონით. აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan-ი, Citi-ი და Renaissance Capital-ი არიან, თანახელმძღვანელი კი „გალტ ენდ თაგარტი“. ტრანზაქციის ხელმძღვანელების იურიდული მრჩეველი არის Freshfields Bruckhaus Deringer LLP-ი, ხოლო „საქართველოს კაპიტალის“  იურიდული მრჩეველი არის Baker & McKenzie LLP-ი.

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics