|
2018-03-06 13:54:12, 1096 ნახვა
სამხედრო
პიტერ ჰულტქვისტი: შვედეთი 2019 წელს „ნატო-საქართველოს სწავლებაში“ ჩაერთვება
შვედეთის სამეფო 2019 წელს „ნატო-საქართველოს სწავლებაში“ ჩაერთვება, - ამის შესახებ შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰულტქვისტმა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგას დაუდასტურა. პიტერ ჰულტქვისტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრების ხელმძღვანელობით დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკის ინტენსიფიკაციასა და ტოტალური თავდაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა. შვედმა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, ბოლო დროს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა და ქართველი ხალხს მიუსამძიმრა. ურთიერთთანამშრომლობის ფორმატის განხილვისას ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში შვედი ექსპერტის ჩართულობა, რომელიც ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის საკითხსაც დაუთმეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას და ინტენსიურ დისკუსიებს. ლევან იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში და ქართულ მხარეს ტოტალური თავდაცვის კუთხით თავდაცვის რეფორმირების პროცესში მათი გამოცდილება მაქსილამურად გაეთვალისწინებინა. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და „შვედეთის თავდაცვის პოლიტიკისა და ევროპულ უსაფრთხოებაში არსებული გამოწვევების“ შესახებ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ლექციას წაუკითხავს. პიტერ ჰულტქვისტი ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრასაც გეგმავს. (NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)