03:09 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 11:56:54, 1627 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია ავსტრიელ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს არად ბენკოსა და თავდაცვის ატაშეს პოლკოვნიკ ერიხ ზიმბურგერს უმასპინძლა.

ლევან იზორიამ დიპლომატებს პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების სურვილი გამოთქვეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახლო მომავალში, ავსტრიული მხარის დახმარებით, საქართველოში საბრძოლო მასალების შენახვის სისტემების მენეჯმენტთან დაკავშირებით, პროექტის განხორციელება იგეგმება. ავსტრიას ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში 2018 წელი ლოგისტიკის წლად არის გამოცხადებული და ლოგისტიკის განვითარების სფეროში ავსტრიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია: „ვიწყებთ გარკვეული სტრუქტურული და ფუნქციური ხარვეზების იდენტიფიცირებას. პირველ რიგში, აქცენტს პერსონალის მომზადებასა და განვითარებაზე გავაკეთებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის შეიარაღების იდენტიფიცირება, მისი ვარგისიანობის დადგენა და შესაბამისად, სასაწყობო მეურნეობის განვითარება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ავტრიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics