21:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 11:59:05, 1587 ნახვა

კომენტარი
გიგაური: პრორუსული განწყობებით გაჟღენთილ ადამიანებს უნდა შევახსენოთ, რომ რუსეთია ასეთი ტრაგედიების მიზეზი საქართველოში

"იმ ადამიანებს, რომლებიც პრორუსული განწყობებით არიან გაჟღენთილები, უნდა ვანახოთ ეს ფაქტი და  შევახსენოთ, რომ რუსეთი არის მსგავსი ტრაგედიების მიზეზი საქართველოში", - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"  აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ცხედარის ამ დრომდე ოჯახისთვის არ გადაცემის ფაქტს.

გიგაურის თქმით, რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს და მას არ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის განვითარება სურდეს:

"ვფიქრობ, ეს არის ტრაგიკული ფაქტი, ის, რომ ოჯახს არ შეუძლია, დაიტიროს გარდაცვლილი ადამიანი, კიდევ ერთხელ გვანახებს იმას, რომ რუსეთი არ შეიძლება იყოს საქართველოს მეგობარი და რუსეთის პოლიტიკა საქარათველოსთან მიმართებაში არის აგრესიული,მას არ შეიძლება უნდოდეს საქართველოს განვითარება და არ შეიძლება ზრუნავდეს საქართველოს მოქალაქეებზე. ამიტომ, ვფიქრობ, იმ ადამიანებს, რომლებიც პრორუსული განწყობებით არიან გაჟღენთილები, უნდა ვანახოთ ეს ფაქტი და კიდევ უნდა შევახსენოთ, რომ რუსეთი არის აგრესორი და ასეთი ტრაგედიების მიზეზი საქართველოში",-აღნიშნა ეკა გიგაურმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics