22:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 11:18:59, 1796 ნახვა

სამართალი
არასამთავრობოები სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობაზე საუბრობენ

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იწყებს კამპანიას "მინდა ვენდო სასამართლოს".

კოალიციაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და მართლმსაჯულების წინაშე არსებულ სისტემურ პრობლემებზე ისაუბრეს.

"მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის თითოელ ეტაპზე , რჩება განცდა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გავლენიანი ჯგუფის მიმართ კანდიდატების ლოიალობას და სავარაუდო ნეპოტიზმს ეფუძნება.არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბჭო მის ხელთ არსებულ უფლებამოსილებებს და საკანონმდებლო ხარვეზებს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების სისტემიდან განსადევნად და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იყენებს.ასეთ ვითარებაში მოსამართლეები ერიდებიან კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებას სასამართლოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ირაკლი შავაძის ირგვლოვ განვითარებული მოვლენები ამის დადასტურებაა",-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 2011 წელს შეიქმნა და 36 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics