08:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 10:17:29, 1557 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან

პირველი მარტიდან თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან. 

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით,  მოსახლეობის ჩართულობის გარეშე პროექტის განხორციელება წარმოუდგენელია. მერის მოადგილემ დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე მოითხოვონ. 

"ეს ორ მთავარ მიზანს ემსახურება, პირველი ეს არის მგზავრთა უსაფრთხოება, მეორე - დამატებითი საცობების ნაკადების თავიდან აცილება. შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 1-ელი მარტიდან მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერებენ. მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაემორჩილონ იმ მოთხოვნებს, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი“, - განაცხადა ბითაძემ. 

პროექტი თავდაპირველად აღნიშნული ქუჩებს შეეხება: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი , შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა, კახეთის გზატკეცილი. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics