07:41 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 01:21:55, 1732 ნახვა

საზოგადოება
გახარია: ხელისუფლება ყველა შესაძლო ღონისძიებას ატარებს, რათა ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში იყოს გადმოსვენებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამას მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნიაში შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გიორგი გახარიამ მომხდარის გამო ღრმა მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და ოჯახს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ტატუნაშვილის ოჯახს დეტალურად გააცნო ის ღონისძიებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედარის გადმოსვენებისთვის ამ დრომდე ახორციელებს. გიორგი გახარიამ ასევე დასძინა, რომ ეს ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო ღონისძიებებს ატარებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში იქნას საქართველოში გადმოსვენებული. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics