06:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 11:01:48, 1885 ნახვა

საზოგადოება
გია მაისაშვილი გარდაიცვალა

56 წლის ასაკაში, პოლიტიკოსი, „ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებელი გია მაისაშვილი გარდაიცვალა.

მაისაშვილს 2015 წელს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინა. იგი მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა.

გია მაისაშვილი 1962 წლის 24 ნოემბერს დაიბადა. მაისაშვილმა 1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) გაიარა სპეციალური კურსი. 1997 წელს დაამთავრა ჯონ ფ. კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა. მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანია ენრონში, სადაც 2001 წლამდე კორპორაციის რისკის ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. იყო კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის (CERA) კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველების დეპარტამენტის უფროსი. 2003 წელს გია მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა.

2007 წლის 26 ივლისს მაისაშვილმა დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტია“.  2008 წელს გია მაისაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics