06:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 14:38:21, 1610 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება გრძელდება. 
ამ ეტაპზე, წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია ზღვის უბანში, მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში მიმდინარეობს, სადაც სამი კორპუსის ქსელი იცვლება. 

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.

„გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების დაფინანსებას აქტიურად განაგრძობს. საცხოვრებელ კორპუსებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობს, რომლებსაც ეტაპობრივად ვაგვარებთ. ამჯერად, მოძველებული და გაუმართავი ქსელი ახლით ზღვის უბანში იცვლება. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას - 168 ოჯახს დისკომფორტი აღარ შეექმნება და მათი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. 
 
პროექტის მიხედვით, მე-15, მე-15ა და მე-16 კორპუსებთან წყალარინების ქსელი 93 მ სიგრძეზე იცვლება. ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, ნაძალადევის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც, ასფალტის ახალი საფარი დაიგება. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics