|
2018-02-21 09:37:32, 1012 ნახვა
რეგიონი
ბათუმი რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს
28-30 ივნისს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი გაიმართება. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნოებს, წინასწარი მონაცემებით მასში 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათივე ინფორმაციით, გამორჩეული იქნება უცხოელ მომხსენებელთა რაოდენობაც - 43 სპიკერი ევროპის, ამერიკის, აფრიკის და აზიის 30 ქვეყნიდან და მათგან უმრავლესობა მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კონგრესის თანა-თავმჯდომარის, ილია ნაკაშიძის ხელმძღვანელობით გაიმართა კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კონგრესის თავმჯდომარე, თსსუ პროფესორი, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, თსუ ასოცირებული პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი, ქ.ბათუმის მერი, ლაშა კობახიძე, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონის ექიმთა და სტუდენტთა მონაწილეობის, უცხოელ დელეგატთა სოციალური პროგრამის, კონგრესის საინფორმაციო უზრუნველყოფის და სხვა საკითხები. ორი დღის განმავლობაში პარალელურად მიმდინარე 20 სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იქნება 85 პრეზენტაცია, მათგან 70%-მდე - მოწვეული უცხოელი სპიკერების მიერ. მათი თემატიკა შეეხება რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფქოდ-ი, პედიატრია და ფილტვის იშვიათი დაავადებები, ქრონიკული ხვალა და სასუნთქი გზების არაინვაზიური დიაგნოსტიკა. სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური, სინქრონული თარგმნის უზრუნველყოფით. ეს კონგრესი, ისევე როგორც წინა ოთხი, ორგანიზებულია აჭარის მთავრობასთან ერთად და ტარდება მთავრობის თავმჯდომარის, ბატონ ზურაბ პატარაძის პატრონაჟით. კონგრესის გახსნის ცერემონია გაიმართება ბათუმის ხელოვნების ცენტრში და მასში მონაწილეობას მიიღებს აჭარის ფოლკლორული კოლექტივები. კონგრესის დასრულების შემდეგ, კვირას, 1 ივლისს ჩატარდება გარბენი სლოგანით “ირბინეთ მეტი, ისუნთქეთ მეტი, იცოცხლეთ მეტი“, რომელიც ორგანიზებული იქნება ქ.ბათუმის მერიასთან ერთად. კონგრესის დელეგატთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, თუმცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თხოვნით აჭარის რეგიონის ექიმებისთვის მთელი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მინიმალური სარეგისტრაციო გადასახადი. ასევე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინიციატივით ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 სტუდენტი უფასოდ იქნება დარეგისტრირებული კონგრესზე.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)