21:16 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 14:15:25, 701 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გურჯაანში სამაცივრე მეურნეობა შეიქმნება

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გურჯაანში სამაცივრე მეურნეობა შეიქმნება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მთავრობის სხდომაზე, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  დამტკიცდა განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  შპს „წალკა აგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ,“ რომლის მიხედვით შპს „წალკა აგროს“ სიმბოლურ ფასად,  1 ლარად საკუთრებაში გადაეცა  გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე 32 595.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება 180 000 ლარია.

 „კომპანია გადაცემულ ქონებაზე  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრეების შექმნას გეგმავს, რომელიც ფუნქციონირებას დაიწყებს განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს ორი წლის ვადაში.  „წალკა აგრო“ სამაცივრეების შესაქმნელად 720 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სამაცივრე მეურნეობაში 30 ადამიანი დასაქმდება“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics