|
2015-05-15 12:41:26, 373 ნახვა
საზოგადოება
სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებთან კარიერის დაგეგმვის მნიშვნელობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო. შეხვედრის მიზანი იყო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი პროდუქტის სამიზნე აუდიტორიისთვის გაცნობა და სოფელში მცხოვრები მოსწავლე–ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება პროფორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის მნიშვნელობისა და საჭიროების თაობაზე. აღნიშნული ტიპის შეხვედრებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის'' ფარგლებში, დაეხმარებიან ადგილობრივ ახალგაზრდებს პროფესიის არჩევის, კარიერის დაგეგმვისა და სწორი პროფესიული გადაწყვეტილების მიღების საკითხების მოგვარებაში. საინფორმაციო შეხვედრაზე გაიმართა სპორტის სამინისტროს მიერ შექმნილი პროფესიული ორიენტაციისათვის განკუთვნილი ვებგვერდისwww.myprofession.ge, ფეისბუკის გვერდისა და სახელმძღვანელოს, სახელწოდებით ,,აირჩიე პროფესია'' პრეზენტაცია. ცნობისთვის, ანალოგირუი შეხვედრა 8 მაისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საზოგადოებრივ ცენტრშიც გაიმართა. ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა'' საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ,,ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის’’ ფარგლებში ხორციელდება. მსგავსი შეხვედრები მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)