|
2018-02-13 17:30:05, 1989 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე განახლდა თბილისის 51-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის დაკითხვა. ასევე სასამართლოში ელოდებიან სკოლის დირექტორსაც და ბრალდების მხარის კიდევ ერთ მოწმეს, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება. გარდა ამისა, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება 9 იანვარს წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების დასაშვებობასთან დაკავშირებით. დაცვის მხარე ირწმუნება, რომ მათ მიერ წარდგენილი სამედიცინო ექსპერტიზა განსხვავებულ გარემოებებს ადგენს. "ის განსხვავდება შინაარსობრივად იმ ექსპერტიზისგან, რომელიც წარმოადგინა ბრალდების მხარემ. მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტს მტკიცებულებების დასაშვებობას,მას შემდეგ, რაც სასამართლოს წინაშე დაიკითხებიან ის ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი ექსპერტიზის შედგენაში, ასევე ის ექსპერტები, რომლებიც წარმოადგინა ბრალდების მხარემ სასამართლოში დასაკითხად,სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი მხარის ექსპერტიზაა უფრო დასაბუთებული და რომელი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტები აძლევენ ფაქტობრივად სწორ ინფორმაციას სასამართლოს", - განაცხადა კაკაბაძემ 9 იანვარს და დასძინა, რომ მათი ექსპერტიზა დანების რაოდენობის საკითხს არ ეხება. ბრალდების მხარემ კი, სასამართლოს წინაშე კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. რაც შეეხება დანების რაოდენობას, დაცვის მხარის აზრით, ეს არის ყველაზე მნიშველოვანი საკითხი საქმეში. ტარიელ კაკაბაძის თქმით, იმისათვის, რომ დადგინდეს, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა გარდაცვლილებისთვის ჭრილობის მიყენებაში, აუცილებელია დადგინდეს, რამდენი სხვადასხვა დანით იქნა დაზიანებები მიყენებული. სწორედ ამ საკითხზე პასუხის გასაცემად დაცვის მხარემ ექსპერტიზები დანიშნა. ადვოკატებს საქმესი უცხოელი ექსპერტების ჩართვაც სურთ. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)