00:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 16:06:51, 1880 ნახვა

საზოგადოება
ევროპარლამენტარი ქლერ მუდი ჩაბუქის სკოლას ეწვია

ევროპარლამენტარი ქლერ მუდი დღეს  მუსტაფა ჩაბუქის სკოლა ლიცეუმს „სხივს“ ეწვია. შეხვედრის ფარგლებში ევროპარლამენტარი  ჩაბუქის ოჯახის წევრებს: მეუღლესა და შვილებს, ჩაბუქის კოლეგებს და ჩაბუქის მეგობრებს შეხვდა. 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე სამუშაო შეხვედა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან.

შეხვედრის შემდეგ ქალბატონმა ქლერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და მხარდაჭერა გამოხატა ჩაბუქის ოჯახისადმი.

“დღეს ამ სკოლაში ჩაბუქის საქმის გამო ვარ მოსული.  ევროპარლამენტარები ინტერესით აკვიდრებიან მიმდინარე პროცესს.  ჩვენ გვინდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ოჯახს დაუბრუნდეს და კვლავ გააგრძელოს სკოლაში საქმიანობა.  მე ვხედავ, რამდენი ბედნიერი ბავშვია დღეს ამ სკოლაში. იმედია ბატონ ჩაბუქსა მალე პირადადაც შეხვდები აქ, ამ სკოლის კედლებში, სადაც თავის საყვარელ საქმეს გააგრძელებს“.- განაცხადა შეხვედრის ბოლოს ქლერ მუდმა.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო სექტორიც ესწრებოდა ევროპარლამენტარმა მადლობა გადაუხადა თემაზე მომუშავე ჯგუფს და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის მნიშვნელობას.

ევროპარლამეტარების შეხვედრა ჩაბუქის ოჯახის წევრებთან მიმდინარე კვირაში კვლავ გაგრძელდება და ხუთშაბათს ქალბატონი რებეკა ჰარმსი პირადად მოინახულებს მუსტაფა ემრე ჩაბუქს ციხეში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics