23:16 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 15:54:30, 2012 ნახვა

საზოგადოება
ბაკურიანი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება

16-17 თებერვალს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკი კროსში შეჯიბრი გაიმართება. დიდველის ტრასებზე: ,,ნოდო" და ,,დიდველი 1" საგანგებო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროცესს ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სპეციალისტები: ავსტრიიდან კლაუს ვალდნერი - ტრასის უფროსი; საფრანგეთიდან  ბესი გირლანდო - ტრასის მშენებელი და FIS -ის დელეგატი გერმანელი რაინარდ რუდოლფ კრამპფელი.

Ski Cross ოლიმპიური დისციპლინაა 2010 წლიდან.  ის აერთიანებს  სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილს. ამ სახეობას საგანგებოდ მოწყობილი, დაბრკოლებებით აღჭურვილი ტრასა ესაჭიროება. ტურნირი ოთხი სპორტსმენის ერთდროულ მონაწილეობას გულისხმობს, რომლებმაც დაახლოებით ერთკილომეტრიანი მანძილი მინიმალურ დროში უნდა დაფარონ.  სანახაობრივად ძალზედ მიმზიდველი და საინტერესო შეჯიბრი, სპორტსმენებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას და საგანგებო ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. ბაკურიანის საერთაშორისო ტურნირი გულგრილს არ დატოვებს სპორტის მოყვარულებს და კურორტის სტუმრებს. 

აქ ელოდებიან  სპორტსმენებს ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან, ინგლისიდან და ავსტრალიიდან. შეჯიბრში 4 ქართველი მოთხილამურე მონაწილეობს: დავით თედიაშვილი, დავით გავა, ლაშა კურტანიძე და ბესიკი ჩართოლანი.

ეს ტურნირი პირველი ნაბიჯია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად. როგორც საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციაში აცხადებენ,  ბაკურიანში სკი კროსის წარმატებით ჩატარება, საქართველოს უხსნის გზას სხვა აპლიკანტი ქვეყნების რიგში საპატიო ადგილი მოიპოვოს.  

ბაკურიანში სქი კროსში შეჯიბრი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომპანია „სილქნეტის“ ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიმართება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics