23:16 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 13:57:33, 1557 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2017 წელს უწყების მიერ განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.

2017 წლის მთავარ წარმატებად მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სტაბილურობის მიღწევა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროგრამისთვის ამ კომპონენტის დამატება დაასახელა.

მინისტრის განცახდებით, მთავარ პრიორიტეტად, კლინიკური მოვლისა და მედიკამენტების ხარისხის მიმართულებით, კონტროლის სისტემის იმპლემენტაცია განისაზღვრება. დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებს შორის, ელექტრონული რეცეპტის სისტემაზე გადასვლა დაასახელა.

უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ მიმართულებაზე საუბრისას, სისტემის სრულყოფისთვის, მეთოდოლოგიასა და ადმინისტრირებაში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.

შრომის უსაფრთხოების საკითხები, სფეროს მართვის იერარქია და შრომის ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობები იყო ის ძირითადი საკითხები, რის შესახებაც გამოსვლის დასკვნით ნაწილში დავით სერგეენკომ ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მოხსენების შემდეგ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics