|
2018-02-10 13:29:55, 893 ნახვა
რეგიონი
მარნეულში ახალი კენკრის ბაღი გაშენდა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ამხანაგობამ „ქართული კენკრა“, მარნეულის რაიონის სოფელ ახლომახმუდლოში ჟოლოს და მაყვლის ბაღი 7 ჰა-ზე გააშენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული კენკრა“ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ 2017 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 53,305 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 35,805 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 17,500 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის. ამხანაგობა 3 ქალბატონის სტარტაპია, რომლებმაც გადაწყვიტეს საქმიანობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაეწყოთ და კენკრის ბაღი გააშენეს. ამხანაგობა გეგმავს სამომავლოდ გაშენებულ ბაღის ტერიტორიაზე ბიო მეურნეობის სტანდარტის აღებას. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, ლევან დოლიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „ქართული კენკრას“ ჟოლოსა და მაყვლის ბაღი დაათვალიერა. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 4,293 ჰექტარზეა გაშენებული. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 22,271,868 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, ქვემო-ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 672 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)