23:15 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-10 10:44:03, 1760 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება გამართა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება გამართა.

დედაქალაქის საკრებულოში შეკრებილ სტუმრებს თბილისის მერმა ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და პირველი ეროვნული უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ საზეიმო საღამოს თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მინდა, მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი სახელმწიფო  უნივერსიტეტს და წარმატება ვუსურვო  მის ყველა კურსდამთავრებულს. თუ გადავხედავთ ბოლო 100 წლის ისტორიას,  არ ყოფილა არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ეროვნულ საკითხებს შეეხებოდა და უნივერსიტეტსა თუ სტუდენტებს თავისი მოსაზრება არ დაეფიქსირებინათ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ ის დაფუძნებულია საერთო ეროვნულ ფასეულობებზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

საიუბილეო საღამოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და უცხოელ სტუმრებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ  ჩხენკელი,  უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები  დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics