16:25 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 18:08:18, 2247 ნახვა

სამართალი
პროკურორი: პაატა ბურჭულაძე თბილისში ფონდის თანხებით მაღალი კლასის სასტუმროს ნომრებს ქირაობდა

პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით,  ფონდ " იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე თბილისში, ფონდის თანხებით, მაღალი კლასის სასტუმროს ნომრებს ქირაობდა.

მანვე აღნიშნა, რომ ფონდის თანხებითაა ანაზღაურებული პაატა ბურჭულაძის და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები.

''ბატონი პაატა ბურჭულაძე, საკუთარ ქალაქში, თბილისში ყოფნის დროს ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროებს, სადაც განთავსდებოდა ღამის თევისთვის. ასევე, ფონდის თანხებითაა ანაზღაურებული ბატონი პაატას და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები. ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე ამ საკითხებზე პასუხები ამომწურავად არ ყოფილა გაცემული. საბოლოო ჯამში დაკითხვამ საკმაოდ კორექტულად ჩაიარა. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, შეფასდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში“, - განაცხადა პროკურორმა.

გამოძიება ფონდ "იავნანას" კუთვნილი დიდი რაოდენობის თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics