|
2018-02-09 10:05:26, 1646 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: კონგრესმენების მხრიდან ვისმენთ მკაფიო განცხადებებს, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანაა რეგიონში
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე ამერიკული მხარე მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა. დავით ბაქრაძის შეფასებით, ეს თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების მეტ შესაძლებლობას იძლევა. „გრძელდება ძალიან წარმატებული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, როგორც პირადი შეხვედრების დროს, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართული მიღების ფარგლებში, ჩვენი პარტნიორების, კონგრესმენების მხრიდან მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები, რომ საქართველო აგრძელებს, იყოს სამაგალითო რეგიონში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი, როგორც დემოკრატიული განვითარების კარგი მაგალითი. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარების და განმტკიცების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)