|
2018-02-07 18:00:29, 1667 ნახვა
კომენტარი
ფანცულაია: მამალაძის თქმით, ციხეში თავისუფლების სანაცვლოდ თანამშრომლობას სთავაზობდნენ
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზმა სასამრთლოს წინაშე პირველად გააჟღერა ის ფაქტი, რომ მასთან, ციხეში, შედიოდნენ პირები, რომლებიც თავისუფლების სანაცვლოდ თანამშრომლობას სთავაზობდნენ. ''მან ისაუბრა კონკრეტულ ფაქტებზე, როცა ის ციხეში იყო და უცხო პირები თანამშრომლობას სთავაზობდნენ, რომ თუ ის წყნარად იქნებოდა და ბევრ პრობლემას არ შექმნიდა, არ იხმაურებდა, გამოუშვებდნენ'', - აღნიშნა ფანცულაიამ. ადვოკატი საქმის საიდუმლოებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებს, ვინ იყვნენ აღნიშნული პირები. თუმცა გიორგი ფანცულაია განმარტავს, რომ ისინი პროკურატურის თანამშრომლები არ იყვნენ. ''მან ასევე ისაუბრა, თუ რატომ იყო აბსურდული, რომ მას შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა კარიერისთვის სჭირდებოდა. მან მოიყვანა კოკრეტული წერილი, თუ როგორ სთხოვდა ის მეუფე დიმიტრის მე დამაბრუნე ეპარქიაში და არანაირი სურვილი არ მაქვს დაწინაურებისო“, - განაცხადა ფანცულაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)