2018-02-06 15:23:08, 1740 ნახვა
სამართალი
3 ტრანსგენდერი ქალის ცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ერთობლივი მუშაობის შედეგად დისკრიმინაციული მოტივით (გენდერული იდენტობის ნიშნით) ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 2 პირია დაკავებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჭელიძემ განმარტა, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულებს 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 დაზარალებულს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს", - განაცხადა
ავტორი: ,