06:29 - 29 Jun, 2026
|
2018-02-06 15:26:22, 1615 ნახვა
კომენტარი
თუბა ჩაბუქი: პროცესის გადადება ნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს კარგად შეისწავლის
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე თუბა ჩაბუქი დღევანდელ სასამართლო პროცესს დადაბითად აფასებს. მისი თქმით, ვინაიდან, პროცესი 19 თებერვლამდე გადაიდო, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს კარგად შეისწავლის. „კიდევ კარგად შეისწავლის სასამართლო და მისთვის გასაგები იქნება, თუ რაშია საქმე“, - განაცხადა თუბა ჩაბუქმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი ნაწილობრივ დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სჭირდებათ გარკვეული დრო, რათა გაეცნონ სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილ პოზიციას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)