07:45 - 29 Jun, 2026
|
2018-02-05 18:16:59, 1756 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: უკრაინაში ყოფნისთვის საჭირო სტატუსს ვკარგავ - ეს არის პოროშენკოს მორიგი გადაწყვეტილება
"მე უკრაინაში ყოფნისთვის საჭირო სტატუსს ვკარგავ, ეს არის არა სასამართლოს, არამედ პოროშენკოს მორიგი გადაწყვეტილება", - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევის სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. სააკაშვილმა განაჩენის გამოცხადების ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა. კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჩივარი უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებას საფუძველს აძლევს, სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს, ექსტრადიციის ან დეპორტაციის ფორმით. იგი გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)