|
2018-02-04 10:19:28, 4184 ნახვა
კულტურა
დღეს ქართველი ტენორის თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავი გაიხსნება
დღეს, 18:00 საათზე, თბილისის ოპერის თეატრში, ოპერის სოლისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ზურაბ ანჯაფარიძის, ზაქარია ფალიაშვილის, ირინა არხიპოვას სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, აღიარებული ქართველი ტენორის - თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. საღამოზე შესრულდება ჯაკომო პუჩინის ოპერიდან „ტოსკა“ პირველი მოქმედება და რუჯერო ლეონკავალოს ოპერიდან „ჯამბაზები“ მეორე მოქმედება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: მოწვეული სოლისტი - თამარ ივერი, ოპერის თეატრის სოლისტები - სულხან გველესიანი, თამაზ საგინაძე, ვანო გალუაშვილი, ვახტანგ ჯაშიაშვილი; სტაჟიორი გიორგი ჭელიძე; თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი, მოწვეული მაესტროს - ვიქტორ პლოსკინას (ბელარუსი) დირიჟორობით. საღამოს დაასრულებს ვარსკვლავის გახსნის ცერემონია ოპერის თეატრის წინ. თეიმურაზ გუგუშვილმა 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო ვოკალის ფაკულტეტი, 1984 წელს კი ასპირანტურა (პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასი). 1982 - 83 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ლა სკალაში ჯულიეტა სიმიონატოს ხელმძღვანელობით. 1978 წლიდან თეიმურაზ გუგუშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიის სოლისტია. იგი არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, სოლო სიმღერის კათედრის გამგე.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)