|
2018-02-02 16:28:04, 1788 ნახვა
სამართალი
მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულად ცნობაზე ამ ეტაპზე პროკურატურისგან უარი მიიღეს
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას დადებითად აფასებს. როგორც კუბლაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე და პროკურატურა ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. "ჩვენ არ გვაქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, მაგრამ თავს ასეთად მივიჩნევთ. შეხვედრაზე გაკეთდა მნიშვნელოვანი აქცენტი, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და განცხადებები წინასწარ არ უნდა გაკეთდეს, რადგან ისინი შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული ან არ დადასტურდეს. ჩვენი მთავარი ინტერესი იყო, რაც შეიძლება მალე დაზარალებულად ცნობა მოხდეს. ამაზე პასუხი არის ასეთი -სანამ არ იქნება ექსპერტიზის დასკვნები, დაზარალებულად ცნობა ვერ მოხდება. თუმცა ასეთი განმარტება გაკეთდა, რასაც ნაწილობრივ ვეთანხმები, რომ ის უფლება-მოვალეობები, რაც დაზარალებულს გააჩნია გამოძიების მიმდინარეობის დროს საქმეში ჩვენ უკვე მინიჭებული გვაქვს, მაგრამ ოფიციალურად დაზარალებულად ცნობილები არ ვართ. ვეცნობით საქმის მასალებს და ეს პროცესი გაგრძელდება. დაკმაყოფილდა შუამდგომლობა, რომელიც ეხება რუსლან ალდამოვის დაკითხვას. რაიმე მასალა, რომლის მოლოდინიც მედიას და საზოგადოებას ჰქონდა, რომ ჩვენთვის უნდა გადმოეცათ ამ შეხვედრაზე, მსგავსი რამ არ ყოფილა. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და დაველოდოთ გამოძიებას. გასაიდუმლოებულ მასალაბეზე წვდომასთან დაკავშირებით პირდაპირი პასუხი არ გაგვცეს. სამწუხაროდ ეს შეზღუდვები არის კანონიდან გამომდინარე. ეს იყო ბატონი ირაკლის განცხადება. გვაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება იქნება სწრაფი და ობიექტური. მაგრამ თუ გასაიდუმლოებულ მასალებს ჩვენ ვერ გავეცნობით, ეს ჩვენ დაგვაზარალებს. გვაქვს კითხვები, თუ როგორ აღწერს სპეცრაზმელი, სპეცოპერაციის პროცესს, ასევე იმასაც თუ რატომ გახდა სროლა აუცილებელი, მათ შორის რაში გამოიხატა ხელყუმბარის გახსნის საჭიროება. ჩვენ კითხვაზე, არიან თუ არა სპეცოპერაციის დამგეგმავები და მონაწილეები დაკითხული, პასუხი არის შემდეგი: იმ შემთხვევაში, თუ იქნება გამოვლენილი თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ დანაშაული და ბრალეულობა შესაბამისი პირის, ცხადია პირი იქნება დაკითხული. ჩვენ აუცილებლად ვგეგმავთ მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რათა დაიდოს შესაბამისი დასკვნა და გამოიძიონ რამდენად დროული იყო მკურნალობა და რამდენად კარგად ჩაუტარდა ოპერაცია. ასევე რამდენად სრულყოფილად მინდინარეობდა სამედიცინო პროცედურები. თითქმის ყველა ექსპერტიზის პასუხი ჩვენ ვიცით. საქმე კიდევ გრძელდება. მათი აქ ჩამოსვლა იყო ძალიან კარგი ნაბიჯი. ეს ნიშნავს, იმას რომ მათ აქვთ ნდობა და იმედი, რომ გამოძიება იქნება ობიექტური",-აღნიშნა კუბლაშვილმა. რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას, ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარე ევროსასამართლოს საქართველოში ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ მიმართავს. "თუ ვერ მივიღებთ სამართლიან გამოძიებას და ადეკვატურ პასუხს, რომელსაც ველით მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს. ეს მაშინ მოხდება, როდესაც კანონმდებლობით დადგენილ ყველა პროცედურას საქართველოში დავასრულებთ. ასევე ევროსასამართლოს მივმართავთ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასთან დაკავშირებით. თემირლან მაჩალიკაშვილის უფლებები იყო დარღვეული, რადგან მას ბრალი ოფიციალურად არ წარუდგინეს და ის არ იყო დაკავებული",-განაცხადა კუბლაშვილმა.
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)