10:24 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 13:45:20, 1913 ნახვა

კომენტარი
#35-ე სკოლის დირექტორი: ბავშვებს ვიღაც გაურკეველი პირები დახვდნენ

თბილისის #35-ე საჯარო სკოლის დირექტორის მიხეილ ჩიკვილაძის განცხადებით, მოზარდებს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ერთ-ერთი რეპეტიტორთან მიდიოდა.

როგორც დირექტორმა აღნიშნა, შემთხვევის შესახებ მან ტელევიზიიდან შეიტყო. მისივე ინფორმაციით, სკოლის სათვალთვალო კამერები გამოძიებას ჯერ არ მოუთხოვია.  ამასთან ჩიკვილაძემ დასძინა, რომ დაპირისპირება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.

"9-ის წუთებზე გავიგე, რომ ასეთი შემთხვევა მოხდა. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, თუმცა გადარჩენილები ვართ, იმიტომ, რომ არ იყო მძიმე შემთხვევა. სადღაც ყაზბეგის გამზირზე, როგორც მშობლებმა ამიხსნეს - შემთხვა მოხდა წითელი ბაღის ტერიტორიაზე. ბავშვები მოდიოდნენ, ერთ-ერთი რეპეტიტორთან მიდიოდა და იქ დახვდნენ ვიღაც გაურკვეველი პირები", - განაცხადა

შეგახსენებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი გუშინ შეიყვანეს. ისინი 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics