10:24 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 13:42:10, 1740 ნახვა

კომენტარი
35-ე სკოლის მოსწავლის მშობელი: დაპირისპირება არავისთან არ ჰქონდათ - ვიღაც გამვლელებმა მიაყენეს ჭრილობები

გუშინ დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა ირაკლი ცანავა აცხადებს, რომ მოზარდებს ჭრილობა უცნობმა პირებმა მიაყენეს.

როგორც ცანავამ აღნიშნა, მათ დაზიანებები გულ-მკერდის არეში, დანით აქვთ მიყენებული.

"ბავშვები კარგად არიან. არანაირი დაპირისპირება არავისთან არ ჰქონდათ. ქუჩაში მოხდა ეს ყველაფერი - შემთხვევით ვიღაცეებთან იჩხუბეს. ვიღაც გამვლელებმა მიაყენეს ჭრილობები. როგორც ვიცი, თვითონ ასე ამბობენ, თანატოლები იყვნენ. ორივეს თითო ჭრილობა აქვს გულ-მკურდის არეში მიყენებული. სხვა არაფერი არ ვიცი. დეტალურად არ გვილაპარაკია", - განაცხადა ერთ-ეერთი დაჭრილი მოზარდის მამამ.

შეგახსენებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი გუშინ შეიყვანეს. ისინი 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics