19:50 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 12:35:52, 1682 ნახვა

საზოგადოება
CRRC-ის კვლევის თანახმად, ევროკავშირისა და ნატოს მიმართ მხარდაჭერა კვლავ მყარია

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირისა და ნატოს მიმართ მხარდაჭერა კვლავ მყარია.

კერძოდ, გამოკითხულთა 16% სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, 25% კი, ძირითადად  უჭერს მხარს.

ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს  სრულად გამოკითხულთა  17%  უჭერს, ასევე ძირითად მხარს უჭერს გამოკითხულთა 28%.

რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, საქართველოს ამ კავშირში გაწევრიანებას მხარს სრულად გამოკითხულთა 7% უჭერს,  12%- ძირითადად.

რაც შეეხება იმ მიზეზებს, რის გამოც მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 46%-ის აზრით,  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით  გაუმჯობესდება ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.19% ამბობს, რომ ევროკავშირში  გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას დასავლეთთან. 10% ფიქრობ, რომ  ევროკავშირში გაწევრიანებით გაიზრდება  ტერიტორიული მთლიანობის   აღდგენის შანსი. 6% ის აზრით, საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება უფრო უსაფრთხო იქნება.

ამასთან, გამოკითხულთა 33% აღნიშნავს, რომ ნატოში გაწევრიანებით საქართველო  მეტად იქნება დაცული.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics