08:45 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 15:49:15, 2127 ნახვა

სამართალი
პანკისის ხეობის უხუცესები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

პანკისის ხეობის უხუცესები მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

მათ საგანგებო განცხადება დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლის ეზოში გააკეთეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ გამოძიება არ უნდა გაჭიანურდეს და არსებულ კითხვებს მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაეცეს პასუხი.

„რადგანაც გამოძიება პროკურტურაში მიმდინარეპობს, ჩვენ გვაინტერესებს,  სადამდე არის მისული გამოძიება, რა კუთხით მიმდინარეობს. შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იმდაგვარად ჟღერდება, თითქოს პანკისის ხეობაში მართლაც ტერორისტები იყვნენ, ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდეთ კავშირი და ა.შ. მართლაც შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ჩვენ რაღაც 6 ათასი ვართ და 6 ათასში 5-6 ტერორისტი, ძალიან ცუდად ჟღერს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მკვლელობა მოხდა, როდესაც შეიძლებოდა ყოველგვარი ოპერაციის, ასეთი ძალადობრივი გზების გარეშე მოგვარებულიყო ეს საკითხი“, - განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილი.

მთავარ პროკურორთან შეხვედრას სურს მაჩალიკაშვილის მამას. მალხაზ მამაჩალიკაშვილმა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

„ვითხოვ, ჩემ სვილს იენიჭოს დაზრალებულის სტატუსი,  მოაშორონ ეს დაღი  და  აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა.  ვითხოვ, გადადგეს გომელაურის კლანი თავისი სპეცრაზმით და მერე წარდგეს მთელი ეს ბანდა სსამართლოს წინაშე“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა და  11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics