|
2015-05-13 15:54:33, 429 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: როცა ხელისუფლებას თვითკრიტიკა არ ახასიათებს, მის მიმართ ნდობა მცირდება
„როცა ეკონომიკური პროცესების გამო კმაყოფილთა რაოდენობა არ იზრდება და პარალელურად ხელისუფლებას თვითკრიტიკა არ ახასიათებს, მის მიმართ ნდობა მცირდება“, – ასე შეაფასა “ექსპრესნიუსთან” საუბარში დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა NDI –ის პოლიტიკური კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ რეიტინგმა წინა წელთან შედარებით დაიწია. მისივე შეფასებით, დღევანდელ პირობებში, მოქმედი ხელისუფლების მიმართ ნდობის შემცირება რეალურია. თუმცა, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ხელისუფლებასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობის დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაცაა. „ძნელად წარმოსადგენია, რომ ეს მონაცემები ხელისუფლების მიერ აღიარებულ იქნას, მაგრამ კლების ტენდენცია, რამდენადაც საწყენი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, უფრო რეალური ვექტორია, ვიდრე შესაძლებელი ყოფილიყო მისი ზრდა დღევანდელ პირობებში. რასაკვირველია, ამ განწყობების დიდი ნაწილი შექმნილია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მაგრამ როდესაც ხელისუფლებას არ ახასიათებს რაიმე ტიპის თვითკრიტიკა, მის მიმართ ნდობა მცირდება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც პარალელურად, არ იზრდება კმაყოფილთა რაოდენობა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გამო“, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან, საზოგადოების განწყობის გამოსასწორებლად, რეაგირება აუცილებელია. „არამგონია გაკვირვების საგანი იყოს რეიტინგები, მაგრამ რეაგირების აუცილებლობა ჩემთვის თვალსაჩინოა. თუ ხელისუფლება იაქტიურებს იმ არც თუ ისე სახარბიელო შეფასებების გამოსასწორებლად, რომელიც არაერთია კვლევაში, ავტომატურად გაიზრდება მისი ავტორიტეტიც“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა. ცნობისთვის, NDI–ის კვლევების თანახმად, მიმდინარე წელს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 24% შეადგენს, გასულ წელს კი, 42% იყო.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)