17:37 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 13:44:04, 2440 ნახვა

პოლიტიკა
Kommersant - გროზნოს მერი თბილისსა და ბათუმში ქართველ მაღალჩინოსნებს შეხვდა

გროზნოს მერი მუსლიმ ხაჩიევი თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა ქართველ მაღალჩინოსნებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Kommersant.ru იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხაჩიევმა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, მას შემდეგ გამართა, რაც საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციები ჩატარდა.

Kommersant-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მუსლიმ ხაჩიევი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მარჯვენა ხელია, შეხვდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელს და ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელსაც.

Kommersant-ი გროზნოს მერიის წარმომადგენლის კომენტარსაც ავრცელებს:

"ის ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა არ ვიცი როდის ჩავიდა და რამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა იქ. პრინციპში, რომც მცოდნოდა არ გეტყოდით", - განაცხადა გროზნოს მერიის წარმომადგენელმა.

სააგენტო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მუსლიმ ხაჩიევის ვიზიტი პანკისის ხეობაში სიტუაციის დაძაბვას დაემთხვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics