17:37 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 19:25:37, 2588 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს

საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს - ეს საკითხი დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის  რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, აბდულა არიპოვმა ტაშკენტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზესაუბარი  ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მთავარ  საკითხებს შეეხო.

მხარეებმა ყურადღება  სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე გაამახვილეს. ისაუბრეს, ასევე ახალი აბრეშუმის გზის პროექტზე. აღინიშნა, რომ პროექტში მონაწილეობა სასარგებლო იქნება მასში ჩართული ქვეყნებისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქვეყენაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics