2018-01-22 14:33:32, 3262 ნახვა
სამართალი
სასამართლომ არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები დასაშვებად სცნო.
როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, აღნიშნული მტკიცებულებებია ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ადასტურებენ, რომ ბრალდებულებმა დანაშაული ჩაიდინეს.
ამასთან, პროკურორი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ჩამტარებელი პირები - ექსპერტები დაიკითხებიან.
გარდა ამისა, დღესვე სასამართლომ გადასინჯა ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა და ის უცვლელად ძალაში დატოვა.
საქმეზე მომდევნო პროცესი 25 იანვარს, 16:30 საათზე ბრალდების მხარის შესავალი სიტყვით განახლდება.
ავტორი: ,