12:09 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 11:28:57, 334 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 52% პრეზიდენტის, ხოლო 40% – პრემიერის საქმიანობა მოსწონს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.

პრეზიდენტის საქმიანობა 52%-ს მოსწონს. 51% „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას საქმიანობას დადებითად აფასებს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის – 44%, ხოლო 45% პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის საქმიანობას.

გამოკითხულთა 40%-ს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა მოსწონს, 31%-ს კი არა.
მოსახლეობის 33% თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის საქმიანობას დადებითად აფასებს, 34% კი უარყოფითად.

გამოკითხულთა 26-26%-ს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძისა და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის საქმიანობა მოსწონს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics