2018-01-14 11:14:30, 2119 ნახვა
სამართალი
შსს-მ კახეთში ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ი.ჩ. ამხილეს.
"ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ პიტნიანში, ი.ჩ.-ს კუთვნილი საამქროდან წიფლის ჯიშის ხის 5 მორი, 1,6 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა და 2,25 კუბური მეტრი დახერხილი ფიცარი ამოიღეს. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის 5 სახერხი დაზგა.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ,