|
2018-01-11 15:57:02, 1652 ნახვა
სამხედრო
სესიაშვილი: ყველანი ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური რეფორმას საჭიროებს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა და ძალოვანი სამსახურების წარმომადგენლებმა რეფორმის ძირითად მიმართულებებზე და მისი განხორციელების მექანიზმებზე დისკუსია გამართეს. სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატორმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ რეფორმით კონკრეტული შედეგები მივიღოთ აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და ერთობლივი მუშაობა. მისივე განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმით პრემიერ-მინისტრიც დაინტერესებულია და იგი მიმდინარე სამუშაო პროცესების საქმის კურსშია. რაც შეეხება უშუალოდ რეფორმას, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, იგი ქვეყანის უსაფრთხოებას სჭირდება და შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაიხვეწოს წვევამდელთა სისტემა, რადგან ნებისმიერი წვევამდელი მომავალი რეზერვისტია. სამუშაო შეხვედრაზე თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საკუთარ უწყებებში, წვევამდელთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის რეჟიმსა და პროცედურებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა, გარკვეულ უწყებებში, სტუდენტების და საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიერ წვევამდელთა ჩანაცვლების შესაძლო მოდელებზეც იმსჯელეს. „ყველანი ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური რეფორმას საჭიროებს. ამ მხრივ, თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა და ყველა წვევამდელი სამხედრო მომზადებას გადის. მათთვის სოციალური პირობებიც გაუმჯობესდა და ისინი დასვენების უფლებითაც სარგებლობენ. სამხედრო სავალდებულო სამსახური არის კომპლექსური თემა, რადგან წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გავლა სხვადასხვა უწყებაში უწევთ. რეფორმაზე მუშაობას ვიწყებთ და სამუშაო პროცესში დავინახავთ, რომელ უწყებას რა ტიპის პრობლემები აქვს. ჩვენ საერთო პრინციპებზე შევთანხმდებით და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა განხორციელდეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. სამუშაო შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეები დაესწრნენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის ირგვლივ მსჯელობა და შეხვედრები ძალოვან სამინისტროებში პერიოდულად გაიმართება.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)