2018-01-10 21:16:33, 2126 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ხობში მომხდარ ავტოავარიაზე, რომელსაც სამართალდამცველი ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
ცნობისთვის, ხობში შსს-ს განსაკუთრებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტომობილი, რომელშიც 6 სამართალდამცველი იმყოფებოდა, ავარიაში მოჰყვა. ავარიის შედეგად, ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
რაც შეეხება დაშავებულებს, დეპარტამენტის ხუთი თანამშრომელი მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობს.
ავტორი: ,