|
2015-05-12 09:21:13, 363 ნახვა
პოლიტიკა
EBRD-ის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში დაიწყო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, დედაქალაქმა პირველი ოფიციალური სტუმარი უკვე მიიღო. თბილისში, გუშინ, გვიან საღამოს მეუღლესთან ერთად EBRD-ის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი ჩამოვიდა. სტუმარებს თბილისის აეროპორტში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დახვდა. ყოველწლიური შეხვედრის ოფიციალურ გახსნამდე, EBRD-ის პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. დღეს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ხელი მოეწერება „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ განხორციელების ხელშეკრულებებს. „უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იწყება თბილისში. იგეგმება ბევრი საინტერესო ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა, როგორც სამთავრობო დონეზე, ისე ბიზნესმენებს შორის. განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რომ ეს ფორუმი იწყება EBRD-ის პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბარტის ვიზიტით, რომელსაც უკვე დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენ ვიწყებთ სრულფასოვან მუშობას, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ საქართველოს საინვესტიციო ცნობადობა და ინტერესი. მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენები სწორედ თბილისში გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას და ახალი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელებენ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. როგორც EBRD-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, ეკონომიკის განვითარებისთვის საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოს. „უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო - ნამდვილად ამაყი ვარ იმით, რომ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, წელს კავკასიაში პირველად, საქართველოში ტარდება. ძალიან მნიშნელოვანია, რომ საქართველომ განხორციელებული რეფორმებით, შექმნა მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა განახორციელოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ინვესტიციები ამ რეგიონში. საქართველოში ჩვენ განხორციელებული გვაქვს 2.6 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია სხვადასხვა სექტორში. თქვენი ქვეყანა მაგალითია როგორც EBRD-თვის, ისე რეგიონისთვის. ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, გამომდინარე იქიდანაც, რომ აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 5- წლიან სამოქმედო სტრატეგიას დაამტკიცებს. ამასთან, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები ეკონომიკის განვითარებისთვის. საქართველო დღეს მოვლენების, წინსვლის ეპიცენტრშია“, - აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი, შედეგის მომტანი იქნება როგორც მასპინძელი ქვეყნისთვის, ისე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)