10:01 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-06 10:54:00, 1727 ნახვა

საზოგადოება
კიკვიძის პარკში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ვეტერანთა კულტურისა  და დასვენების (კიკვიძის) პარკში საახალწლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელ  ირაკლი ხელაძესთან  ერთად დაესწრო. 

„ვულოცავ ყველას, მთელი თბილისის და განსაკუთრებით ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას  ამ ახალ წელს. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვხედავ უამრავ პატარა ბავშვს, მათ მშობლებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს. დღეს ჩვენ შევეცადეთ კიდევ ერთი ზეიმი გვეჩუქებინა მათთვის. თბილისის მერია მიესალმება ამგვარ ღონისძიებებს და ამ ტრადიციას მომავალშიც გააგრძელებს„- განაცხადა ილია ელოშვილმა.

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი ღონისძიების ფარგლებში კიკვიძის ბაღში საახალწლო კარნავალი, პერფორმანსები  და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. კონცერტში ქართული ესტრადის ახალგაზრდა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა. სალომე ბაკურაძემ, ოთო ნემსაძემ და ნინი ბადურაშვილმა მაყურებელს მრავალფეროვანი რეპერტუარი შესთავაზეს.

საკარნავალო კოსტუმებში გამოწყობილმა მონაწილეებმა ღია სივრცეში  მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობა, მათ შორის, „დრამ შოუ“  წარმოადგინეს. ღონისძიების სტუმრებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics