|
2015-05-12 09:09:25, 303 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ერთობლივი საერთაშორისო მისიები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფოს მეთაურის რანგში, ნატო-ში პირველი ვიზიტისას აქცენი გააკეთა იმ პროგრესზე, რომელიც საქართველომ ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე განიცადა. საუბრის თემა ასევე იყო ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს, საოკუპაციო ზოლში მავთულხლართების ინსტალაციის გაგრძელებას და ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებების გაფორმებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ნატო იჩენს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და ასევე იმ განცხადებებისთვის, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებების გაფორმების შეფასებისას გააკეთა. ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე ლიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს შიეარაღებული ძალების მონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში და მათ წვლილზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)